შენიშნე, როგორ ნელ-ნელა მოდის ლაბანი ღვთისშემეცნებამდეც. ის, ვინც ახლახან კერპების მოპარვაში ადანაშაულებდა მართალს და მათთვის ასეთ ჩხრეკას აწყობდა, ახლა ეუბნება: რადგან ჩვენთან არავინ არის, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ხელშეკრულების მოწმობას შეძლოს, „ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა": ის აქ არის, ის ყოვლისმხედველია, ვისგანაც ვერაფერი დაიმალება, ვინც ყველას განზრახვას იცის. „და მოიღო, — ამბობს, — იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად... და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა". შემდეგ „ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა" (დაბ 31:45–46). რას ნიშნავს: „ბორცჳ ესე"? ნიშნავს: სიტყვები, ამ ბორცვზე ნათქვამი, მუდამ სახსოვარი იყოს ჩვენთვის. „და უწოდა მას ლაბან ბორცუ წამებისაჲ" (); შემდეგ ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა" (). შეხედე, როგორ მიმართავს ლაბანი კვლავ ღვთის სამსჯავროს. ამბობს: „იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით", — ახლა, ამბობს,...
დაბადებისა 31:45
44. აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.45. და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად.46. და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა.
დაბადებისა თავი 31