მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:1

1. და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.2. ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ".
დაბადებისა თავი 32
1. და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20):

...ს სათნოებაზე, არამედ ღვთისგან მისთვის მოვლინებულზე მიუთითებს და ამბობს: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე". სწორედ ის არის, ვინც ჩემი ცხოვრება თავიდანვე დღევანდელ დრომდე მოაწყო. ასე ადრეც თქვა: „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). ახლაც იმავეს ამბობს, მხოლოდ სხვა სიტყვებით: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა" (დაბ 48:15–16). მადლიერი სულის, ღვთისმოსავი გულის სიტყვები, რომელიც ახალ ხსოვნაში ინახავს ღვთის ქველმოქმედებას! ის, ამბობს, რომელსაც სათნო ეყვნეს მამანი ჩემნი, რომელიც სიყრმიდან დღემდე მზრდიდა, რომელიც თავიდანვე მიხსნიდა ყოველი ბოროტისგან და ამოდენა მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, – „აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!" (). ხედავ გონიერებასაცა და თავმდაბლობასაც? – გონიერებას იმაში, რომ რწმენის თვალით შორს ჭვრეტდა და მანასეს ეფრემი ამჯობინა; – თავმდაბლობას კი იმაში, რომ თავისი სათნოება საერთოდ არ ახსენა...

სრულად ნახვა
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12):

...ღმერთო ისაკისო, შენ, — ამბობს, — უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა"** (). შენ, ამბობს, უცხო ქვეყნიდან გამომიხმე და მამისა და სამშობლოსკენ მაბრუნე: „კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა" (). გამოავლინე, ამბობს, ამ დროისთვის შესაფერისი შეწევნა; ვისაც დღემდე ასეთი დიდი მზრუნველობა გამოუჩენია ჩემდამი, ახლაც ძალგიძს მომავალი საფრთხეებიდან გამომიყვანო. მახსოვს, რომ „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას, და აწ ესერა", შენი ჩემდამი განგების წყალობით, ვინც ოდესღაც მხოლოდ ერთი კვერთხი მქონდა უცხო ქვეყანაში წასვლისას, „აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). მაშ, შენ, უფალო, ვინც ასეთი წარმატება მიბოძე, ჩემი საბადებელი ასე გაამრავლე, „განმარინე მე ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა. შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან" (დაბ 32:11–12).

2. იაკობის ჭიდილი ღმერთთან და ისრაელის სახელი (32:20–28)

შენიშნე მართლის ღვთის...

სრულად ნახვა