მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:20

19. ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან.20. და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.21. და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას.
დაბადებისა თავი 32
20. და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის ჭიდილი ღმერთთან და ისრაელის სახელი (32:20–28):

შენიშნე მართლის ღვთისმოყვარე გრძნობა და ღრმა მადლიერება — როგორ სხვა არაფერს ითხოვს უფლისგან, გარდა თავადვე მიცემული აღთქმების აღსრულებისა. უწინდელი წყალობისთვის ღმერთს მადლობას სწირავს, აღიარებს, რომ სიშიშვლიდან და სიღარიბიდან ასეთ კეთილდღეობამდე მოიყვანა, და ახლა ევედრება საფრთხისგან გათავისუფლებას. „შენ სთქუ, — ამბობს, — ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების". ასეთი თხოვნითა და ასეთი ლოცვით რომ მიმართავდა უფალს, თავის მხრივაც საჭირო ზომებს მიმართავდა. აიღო, ნათქვამია, ძღვნად მისი ქონებიდან, გაუგზავნა ძმას, გაანაწილა საგზავნელი და დაარიგა, თუ როგორ უნდა მოელაპარაკონ ძმასა და აცნობონ მისი მოსვლის ამბავი. „და არქუთ, — ამბობს, — აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა" (), რათა ჯერ კეთილგანწყობა მოიპოვოს და მერე პირადად შეხვდეს. „რამეთუ თქუა, — ნათქვამია, — მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა" (დაბ 32:20–21). აქ კვლავ შენიშნე ღვთის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის