...). მართალმა, ამ სიტყვების წარმომთქმელის ძალის სიდიადე რომ იგრძნო, მიუგო: „არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე" (). დიდს, ამბობს, ვეღირსე, ჩემი ღირსების აღმატებულს; ამიტომ არ გაგიშვებ, სანამ კურთხევას არ მომანიჭებ. მერე ჰკითხა: „რაჲ არს სახელი შენი?" (). კვლავ შენიშნე მოწყალება. განა მართლის სახელი არ იცოდა, რომ ჰკითხა? რა თქმა უნდა, იცოდა; მაგრამ ამ კითხვით სურდა მხოლოდ რწმენაში განემტკიცებინა და ეჩვენებინა, ვინ ესაუბრებოდა მას. როცა მართალმა უპასუხა: იაკობი, გამოცხადდა: „არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო" (). ხედავ, როგორ წარმოაჩინა სრულად ის მიზეზი, რის გამოც მართალს ასეთი მოწყალება გამოუჩინა; ამასთანავე, სახელის მინიჭებით, მართალს ისიც ასწავლა, თუ ვინ იყო ის, ვინც მის წინაშე იხილა და ხელით შეხებას ეღირსა. „არღარა გერქუას, — ამბობს, — იაკობ სახელი შენი, არამედ ისრაჱლ"; ხოლო „ისრაჱლ" ნიშნავს: ღვთის მხილველს. რადგან ღვთის ხილვას ეღირსე, რამდენადაც ადამიანს შეუძლია ხილვა, ამიტომ ეს სახელი დაგარქვი, რათა ყველა მომავალმა თაობამ...
დაბადებისა 32:27
26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.27. და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.28. და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო.
დაბადებისა თავი 32