მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:30

29. ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ.30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".31. და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით.
დაბადებისა თავი 32
30. და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი".
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12)

ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხანგრძლივმა საუბარმა განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა თქვენი დიდი გულმოდგინება და სმენის დაუოკებელი წყურვილი. ამიტომაც მეც, დღითიდღე მზარდ მოშურნეობას რომ ვამჩნევ, მეტი მზადყოფნით ვიწყებ თქვენთვის სწავლების წარმოთქმას. მაშ, დღესაც, შეძლებისამებრ, გუშინდელის მომდევნო რომ გავაგრძელოთ, თქვენ, საყვარელნო, ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზოთ და ვნახოთ, მართალმა იაკობმა ლაბანის წასვლის შემდეგ როგორ განაგრძო მოგზაურობა. საღვთო წერილში წარმოდგენილიდან არაფერია ტყუილად ნათქვამი, არამედ მართალთა ყოველ საქციელს ჩვენთვის უდიდესი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის