...შენივე"** (). თუმცა იაკობი ამით არ დაკმაყოფილდა: სურდა ეჩვენებინა, რამდენად ფასობს მისთვის ძმის კეთილგანწყობა, და ამბობს: „უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე" (). მიიღე, ამბობს, ჩემგან მოტანილი ძღვენი, რადგან ისეთი სიხარულით ვიხილე შენი სახე, თითქოს ღვთის სახე ვიხილე. ეს მართალმა განსაკუთრებული პატივისცემით თქვა, რათა გული დაელბო და ძმური სიყვარულისკენ მოეზიდა. „ჯერ-მიჩინე", ესე იგი, სასურველი გამიკეთე. „და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად" (). ნუ უარს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი...
დაბადებისა 33:1
1. აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა.2. და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ.
დაბადებისა თავი 33