მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:12

11. და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო.12. ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.13. ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი.
დაბადებისა თავი 33
12. ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17):

...არს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი რომ მონახა, სთხოვა: „უფალმან ჩემმან, — ამბობს, — იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი" (). ვერ შევძლებ, ამბობს, მოგზაურობაში სიჩქარეს; შვილებისა და სამწყსოების გულისთვის ნელა და ნემს-ნემსა მიმაქვს, რათა დიდი შრომით ზიანი არ მივაყენო. მაშ, წადი შენ, ამბობს; მე კი, შვილებისა და სამწყსოების შრომას რომ ნაწილ-ნაწილ გავანაწილებ, სეირში დაგეწევი. ესავმა ეს რომ მოისმინა, თქვა: თუ გინდა, „დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა" (), — ამით პატივისცემასა და მზრუნველობას ავლენდა. მაგრამ იაკობმა ესეც არ მიიღო: **„ესე კმა არს, — ამბობს, — რამეთუ ვპოვე...

სრულად ნახვა