მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:17

16. და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად.17. და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ".18. და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას.
დაბადებისა თავი 33
17. და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ".

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17):

...*„ესე კმა არს, — ამბობს, — რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა"**. ჩემი ერთადერთი მზრუნველობა იყო შენი კეთილგანწყობის მოპოვება; ეს რომ მოვიპოვე, სხვა არაფერი მჭირდება. „და წარმოვიდა, — ნათქვამია, — იაკობ კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის «კარვებ»" ().

5. სიმშვიდის ძალა და მტერთა სიყვარული

ამის მსმენელნი, მივბაძოთ ამ მართალსა და ისეთივე თავმდაბლობა გამოვავლინოთ. თუ ვინმე ჩვენს მიმართ არაკეთილად არის განწყობილი, მის მტრობას ნუ კიდევ უფრო გავაჩაღებთ, არამედ სიტყვისა და საქმის სიმშვიდითა და თავმდაბლობით მტრობა ჩავაქროთ და ამგვარად გაღიზიანებული სული მოვკურნოთ. შეხედე, რა სიბრძნე ჰქონდა ამ მართალს — სიტყვის ძლიერი ზემოქმედებით ესავის გული იმდენად მოალბო, რომ იმ უკანასკნელმა თავად აღმოაჩინა ყოველგვარი მსახურებისა და პატივისცემის მზადყოფნა. და მართლაც, უდიდეს სათნოებას არის, როცა არა მხოლოდ ჩვენს კეთილმოსურნეებს ვუყვართ და ყოველმხრივ ვასიამოვნებთ, არამედ ისეთებსაც კი, ვისაც ჩვენი ზიანი სურს, ალერსით ვიზიდავთ. სიმშვიდეზე ძლიერი არაფერია. როგორც მოღვრილი წყალი ძლიერ აგიზგიზებულ ცეცხლს დაშრეტსს, ისე სიმშვიდით ნათქვამი სიტყვა ბრაზს აქრობს, თუნდაც ღუმელის ცეცხლზე მეტად აღგზნებულს...

სრულად ნახვა