მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 33:5

4. და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე.5. და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი.6. და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს.
დაბადებისა თავი 33
5. და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17):

შეხედე, რა განგება ღვთისა! რასაც გუშინ ვამბობდი, ახლაც იმას ვიტყვი: როცა ყოვლისმპყრობელს სურს ჩვენდამი თავისი მზრუნველობის გამოჩენა, ჩვენს მტრებსაც კი ცხვრებზე მშვიდებს ხდის. შენიშნე, რა ცვლილება გამოავლინა ესავმა. „მირბიოდა, — ნათქვამია, — შემთხუევად მისა, მოეხჳა და ამბორს-უყო; და ტიროდეს ორნივე". ბოლოს, მართალმა თავისუფლად ამოისუნთქა, შიში მოიშორა და, შეშფოთებისგან განთავისუფლებულმა, გამბედაობა მოიკრიბა. „და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი?" (). ძმის მრავალრიცხოვანი ოჯახი რომ იხილა, გაოცდა და გაკვირვებული შეკითხვა დასვა. რა მიუგო მართალმა? „ყრმანი ესე, — ამბობს, — რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი" (). შეხედე, რარიგ დიდი ძალა ჰქონდა მის სიმშვიდესა და როგორ თავმდაბლობით, თვით სიტყვებშიც, ძმის რისხვას ამშვიდებდა. „და მოეახლნეს მჴევალნი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს; და ლია და რაქელ... და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის