სწორედ ეს დამღუპველი ვნება უბიძგებს ადამიანს, მისი მონა რომ გახდეს, ყველაფრისთვის მზადყოფნისკენ, სანამ სიღრმის ფსკერამდე ჩაიტანს. და შენიშნე: მოხუცი იაკობი ამას ისმენს და დუმს, ჩვეული სიმშვიდით არაფერს ამბობს და მოთმინებით იტანს თავის ასულზე ძალადობას. მაგრამ იაკობის ძეებმა „მიუგეს სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, — როგორც ნათქვამია წერილში, — რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი" (). შეხედე, როგორ ექვემდებარება ერთის გარყვნილების გამო მთელი ქალაქის მცხოვრებნი უბედურებას. როგორც ცეცხლის ალი რომ დაიკიდოს, ახლომყოფნიც საფრთხის წინაშე დგებიან, რადგან ცეცხლი ყველაფერს შთანთქავს, — ასევე ახლაც ახალგაზრდობის გარყვნილება არა მხოლოდ მამას, არამედ ქალაქის ყველა მცხოვრებს ღუპავს. რა იზამეს იაკობის ძეებმა? მზაკვრულად უპასუხეს. ეს ყურადღების ღირსია; დაინახავთ, როგორ სტკიოდათ გული დისთვის. „ეტყოდეს მათ, — ნათქვამია, — სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი: ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა... უკეთუ წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან, მაშინ მიგცნეთ...
დაბადებისა 34:13
12. განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა.13. მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი:14. ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.
დაბადებისა თავი 34