მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:6

5. იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.6. გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.7. ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს.
დაბადებისა თავი 34
6. გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის