მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:16

15. და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.16. და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.17. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.
დაბადებისა თავი 35
16. და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13)

თუ გნებავთ, დღესაც წინათ წაკითხულის გაგრძელებას მივუბრუნდეთ და შემდგომი თხრობიდან შეგონება შემოგთავაზოთ. იაკობის ამბავს დღესაც საკმარისად შეუძლია გვაჩვენოს, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ამტკიცებდა მას ღმერთი თავისი აღთქმებით, მისი კეთილგონიერების საზღაურად. წინა თხრობაში საღვთო წერილი გვიამბობდა, თუ როგორ დატოვა იაკობმა, ღვთის ბრძანებით, სიქემი თავის ძეთა საქციელის გამო და ლუზას მიაშურა. „და აღაშენა, — აგრძელებს წერილი, — მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა". ეს რომ ბრძანა მართალს და სიქემელთა მოკვლის გამო მისი შიშისგანაც გაათავისუფლა, ღმერთმა, ნათქვამია, იმ ქალაქების მცხოვრებთ ისეთი შიში მოჰგვარა, რომ იაკობს არ დაედევნენ. შეხედე, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ზრუნავდა მასზე! ღმერთმა შიშით მოიცვა იმ ქალაქების მცხოვრებთა სულები, რომ არ დასდევნებოდნენ მას. სავარაუდოდ, მათ სიქემელთა შურისძიება სურდათ. მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი მართლის ნების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის