მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:18

17. და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.18. და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.19. მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.
დაბადებისა თავი 35
18. და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):

...ა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ"** (დაბ 35:16–17). ნუ დაეცემი სულით, ეუბნება, ძეს შობ; თუმცა ტკივილები გტანჯავს, მაგრამ მაინც ძე გეყოლება. „და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი „ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ" (). დედამ ბავშვს თავის თავზე მომხდარი ამბის მიხედვით სახელი დაარქვა, მამამ კი ბენიამინი უწოდა. რაქელმა ძის შობის შემდეგ „მოკუდა, — ნათქვამია, — და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა" (დაბ 35:19–20). რაქელის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას ახალშობილი ასუბუქებდა და მართალს რაქელის დაკარგვის მოთმინებით ატარებინებდა. მაგრამ შემდეგ რუბენის უგუნურება გამოჩნდა. „მივიდა, — ნათქვამია, — რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა" (). ეს ძალიან დიდი დანაშაული იყო. ამიტომაც მოგვიანებით სჯულისმდებელმა მოსემ აუკრძალა ძესა და მამას ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება. რომ მომავალში ეს ჩვევად არ ექციათ, სჯულისმდებელმა ამისგან ააცილა, ასეთის ჩამ...

სრულად ნახვა