მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:20

19. მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.20. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.21. და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა.
დაბადებისა თავი 35
20. და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13)

თუ გნებავთ, დღესაც წინათ წაკითხულის გაგრძელებას მივუბრუნდეთ და შემდგომი თხრობიდან შეგონება შემოგთავაზოთ. იაკობის ამბავს დღესაც საკმარისად შეუძლია გვაჩვენოს, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ამტკიცებდა მას ღმერთი თავისი აღთქმებით, მისი კეთილგონიერების საზღაურად. წინა თხრობაში საღვთო წერილი გვიამბობდა, თუ როგორ დატოვა იაკობმა, ღვთის ბრძანებით, სიქემი თავის ძეთა საქციელის გამო და ლუზას მიაშურა. „და აღაშენა, — აგრძელებს წერილი, — მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა". ეს რომ ბრძანა მართალს და სიქემელთა მოკვლის გამო მისი შიშისგანაც გაათავისუფლა, ღმერთმა, ნათქვამია, იმ ქალაქების მცხოვრებთ ისეთი შიში მოჰგვარა, რომ იაკობს არ დაედევნენ. შეხედე, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ზრუნავდა მასზე! ღმერთმა შიშით მოიცვა იმ ქალაქების მცხოვრებთა სულები, რომ არ დასდევნებოდნენ მას. სავარაუდოდ, მათ სიქემელთა შურისძიება სურდათ. მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი მართლის ნების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის