...სურეთისასა"** (). თუმცა ბენიამინი მაშინ შეიძინა, როცა იაკობი ბეთლემისკენ ჩქარობდა: მაშ, რატომ ამბობს წერილი ასე: „რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა"? ალბათ, რაქელს ჩაესახა ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან წამოსვლამდე. „მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა" (). შეხედე აქაც, როგორ სურდა კაცთმოყვარე ღმერთს ყოველივეში მართალნი დაეკმაყოფილებინა. როცა იაკობ, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, მამასთან მოვიდა, და ორივესთვის დიდი ნუგეში იყო — ძისთვის მამასთან შეხვედრის, მამისთვის კი იმის, რომ ყოველივეში ძის სიუხვესა და მრავალ შვილს ხედავდა — ამის შემდეგ, ამბობს წერილი, „მოაკლდა ისაკ და მოკუდა... მოხუცებული და სავსე დღითა" (). თუ მაშინ, როცა იაკობმა კურთხევა მიითვისა, მისი თვალების სინათლე, ნათქვამია, რომ შესუსტებული ყოფილიყო, რის გამოც მოტყუვდა, წარმოიდგინე, რამდენად უნდა დაბერებულიყო ამდენი წლის შემდეგ. „და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ". მამის დაკრძალვის შემდეგ კი, **„წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი... და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად, —...
დაბადებისა 35:27
26. და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.27. მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.28. და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ.
დაბადებისა თავი 35