მაგრამ საგანს დავუბრუნდეთ. კაინს მაშინვე, როცა უფალმა ჰკითხა: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი", უნდა ეღიარებინა თავისი ცოდვა, დამხობილიყო (ღვთის წინაშე), ევედრა და მიტევება ეთხოვა; მაგრამ მან მაშინ წამალი უარყო, ახლა კი, განაჩენის შემდეგ, როცა ყველაფერი დასრულებულია, როცა მიწაზე მწოლარის (ძმის) სისხლმა ხმამაღლა დაადანაშაულა, აღიარებს და არანაირი სარგებელი აღარ ეძლევა. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველმა: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა" (). ისევე, თუ ისიც უფლის მხილებას დაასწრებდა, შესაძლოა, რაღაც კაცთმოყვარეობა მიეღო უფლის უსაზღვრო სახიერებით. არ არის ცოდვა, რამდენადაც დიდიც არ უნდა იყოს, რომელიც ღვთის კაცთმოყვარეობას სძლევს, ოღონდ ჯეროვან დროს მოვინანიოთ და მიტევება ვითხოვოთ. „და ჰრქუა კაინ... უდიდეს არს ბრალი ჩემი მოტევებად ჩემდა". აღსარება საკმარისია, მაგრამ არადროული. „და ჰრქუა... უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე" (
დაბადებისა 4:15
14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.16. და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა.
დაბადებისა თავი 4