მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:23

22. ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა.23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.
დაბადებისა თავი 4
23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლამექის აღსარება და თვითმხილება (4:22-24):

...სარგებლის მიღება შეგვეძლოს. „და ჰრქუა, — ნათქვამია, — ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის" (). გევედრებით, დაძაბეთ თქვენი გონება და, ყოველგვარი ამქვეყნიური ფიქრის განდევნით, სიტყვები ზუსტად გამოვიკვლიოთ, რათა არაფერი დაგვიმალოს, არამედ, ჩვენი შეძლებისდაგვარად, სიღრმეში ჩავწვდეთ და ამ მოკლე სიტყვებში დამალული საუნჯე აღმოვაჩინოთ. „და ჰრქუა, — ამბობს, — ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი". შეხედე, როგორ მალე გამოადგა მას კაინზე დადებული სასჯელი. ლამექი არათუ სხვისგან ელოდება მხილებას იმაში, რომ იმავე ან უფრო მძიმე ცოდვაში ჩავარდა, არამედ, თუმცა არავინ ადანაშაულებდა და ამხელდა, თავად თავადვე ამხელს საკუთარ თავს, თავად მოუთხრობს თავის საქციელს, ცოლებს წარუდგენს ცოდვის სიმძიმეს, თითქოს წინასწარმეტყველის ნათქვამს ასრულებდეს: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა" (). ცოდვის აღი...

სრულად ნახვა