უფრო გამჭრიახი მხოლოდ წაკითხვიდანვე გაიგებს ნათქვამს. მაგრამ, ვინაიდან ყველაზე უნდა ვიზრუნოთ, — რადგან სულიერი სწავლება განსხვავებას არ იცნობს, — აი, ეს სიტყვები უფრო ნათლად განგვიმარტავს და ამისთვის კვლავ გავიმეოროთ ისინი. „კაინ, — ნათქვამია, — მოართუა ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა"; შემდეგ, აბელზეც რომ გვეუწყა, საღვთო წერილი ამბობს, რომ მანაც მსხვერპლი მიიტანა თავისი, მწყემსური საქმიანობიდან: „მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან". შეხედე, როგორ გვიჩვენებს წერილი მის ღვთისმოყვარე განზრახვას: არა უბრალოდ ცხვრებიდან მოიტანა, არამედ „პირმშოთაგან", ესე იგი, ძვირფასთაგან, რჩეულთაგან; და ამ პირმშოთაგან ყველაზე ძვირფასი: „და ცმელთაგან", ნათქვამია, ესე იგი, ყველაზე საუკეთესოთაგან, საუკეთესო. კაინზე არაფერ ასეთს წერილი არ შენიშნავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მან „ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი" მოიტანა, ესე იგი, რაც მოხვდა, არანაირი მოშურნეობისა და შერჩევის გარეშე. კვლავ ვამბობ და ვიტყვი: ღმერთი ჩვენს შესაწირავებს არა იმიტომ იღებს, რომ მათ საჭიროებს, არამედ იმიტომ, რომ სურს, მათ...
დაბადებისა 4:5
4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა.5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.
დაბადებისა თავი 4