...რთაც, რომელიც ასე უგუნურად იქცა და თითქოს უფსკრულში გადავარდნას აპირებს; ხელს (შემწეობის) უწვდის და სურს, რომ თავისი შეცოდების გამოსწორების საბაბი მისცეს, და ეუბნება: „რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას" (). შეხედე, საყვარელო, რა გამოუთქმელი შემწყნარებლობაა მზრუნველობისა! ღმერთი ხედავს, რომ კაინი შურის ვნებით, ასე ვთქვათ, შეპყრობილია: შეხედე, როგორ თავისი სახიერებით შესაფერის წამალს ადებს, რათა მაშინვე აღადგინოს და ჩაძირვა არ მისცეს. „რათა რად შეიჭუვინ პირი შენი" — რისგან, ესე იგი, ასეთი მწუხარება გიპყრობს, რომ სახეზეც აჩვენებ სევდის სიღრმეს? „რათა რად შეიჭუვინ პირი შენი?" რატომ ასე შეგეხო მომხდარი? რატომ არ შეასრულე შენი მოვალეობა? შენ მსხვერპლს არა ადამიანს მიართმევდი, რომელიც მოსატყუებელია. განა არ იცი, რომ მე მირთმევებს კი არა, მიმრთმელთა გულწრფელ განწყობას ვეძებ? „რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე"? ის, რომ შეწირვის აზრი მოგივიდა, საქებარია; ხოლო ის, რომ უსამართლოდ გაჰყავი (ნაყოფი ამოგირჩევია მსხვერპლად), ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მირთმეული უარყოფილ იქნა. ღვთის...
დაბადებისა 4:6
5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი.6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.
დაბადებისა თავი 4