მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 40:11

10. და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა და ვენაჴსა მას სამნი ძირნი ჯდა. იგი ჩენთა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე იყვნეს ტევანნი მისნი.11. და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.12. და ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
დაბადებისა თავი 40
11. და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი, იგი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა და მივეც სასუმელი იგი ჴელთა ფარაოსთა.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15):

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო ღვთისგან, რომ მთავარმა მეციხოვნემ მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ" იოსებისათვის, — ნათქვამია. ხედავ, რომ თავად ჭირთა შორის არანაირი მწუხარების გრძნობა არ ჰქონდა, ხოლო ღვთის განგების სიბრძნემ ყოველივე უსიამოვნო სასიამოვნოდ შეცვალა. როგორც მარგალიტი, ტალახშიც რომ ჩააგდო, თავის მშვენიერებას ავლენს, ისე სათნოებაც, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და მისგან ყველა პატიმარზე ხელმწიფება მიიღო, აქედან უნდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის