მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 40:17

16. და ვითარცა იხილა მეპურეთმოძღუარმან მან, რამეთუ მართალ გამოუთარგმნა მას, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლაკანნი სამინდოთა მაქუნდეს თავსა ზედა ჩემსა.17. ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.18. მიუგო მას იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ეგე ლაკანნი სამნი დღენი არიან.
დაბადებისა თავი 40
17. ხოლო ლაკანსა მას ზედა კერძოჲსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფე ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისა. და მფრინველნი ცისანი შესჭამდეს მას ლაკნისა მისგან, რომელ იყო თავსა ზედა ჩემსა.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15)

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო ღვთისგან, რომ მთავარმა მეციხოვნემ მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ" იოსებისათვის, — ნათქვამია. ხედავ, რომ თავად ჭირთა შორის არანაირი მწუხარების გრძნობა არ ჰქონდა, ხოლო ღვთის განგების სიბრძნემ ყოველივე უსიამოვნო სასიამოვნოდ შეცვალა. როგორც მარგალიტი, ტალახშიც რომ ჩააგდო, თავის მშვენიერებას ავლენს, ისე სათნოებაც, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის