ამის მსმენელი, საყვარელო, ნუ ადანაშაულებ მართალს სულმოკლეობაში, არამედ უკეთ იმას მიაგე, რომ ასეთ ჭირთა შორის მამაცად და სულგრძელად იტანდა საპყრობილეში ყოფნას. თუმცა საპყრობილის მეთაურისგან ხშირად ხელმწიფებას იღებდა, მაინც მძიმე იყო მისთვის პატიმრობა და დაცემულ და უწმინდურ ადამიანებთან ერთად ყოფნა. შენიშნე მისი სიბრძნისმოყვარე სული იმაშიც, როგორ იტანდა ყოველივეს სულის სიმტკიცით, ყოველივეში ღრმა თავმდაბლობას ავლენდა. „და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ", — ამბობს, — „და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან". აქ ყურადღება მიაქციე, რომ იმ ბოროტმზრახველ მეძავზე არაფერს ამბობს, ბატონსაც არ ადანაშაულებს, ძმების არაადამიანობასაც არ ახსენებს; არამედ, ყოველივე ამას ფარავს, ამბობს: გამიხსენე და ეცადე, რომ ამ საპყრობილიდან გამომიყვანონ. „რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ. და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა". ნუ დავტოვებთ ამას ყურადღების მიღმა, არამედ დავფიქრდეთ მისი სულის სიბრძნისმოყვარეობაზე, — იმაზე, რომ ასეთი შემთხვევა რომ ეპოვა და იცოდა, რომ მწდეს,...
დაბადებისა 40:20
19. სამნი-ღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდონ შენ ძელსა. და მოვიდენ მფრინველნი ცისანი და შეჭამონ ჴორცნი შენნი.20. და იყო, მესამესა დღესა დღე იყო შობისა ფარაოსი და ყო სმა დიდი ყოველთა მონათა თჳსთა თანა და მოეჴსენა პატივი ღჳნისმნისა მის და პატიჟი მეპურეთმოძღურისა მის შორის მონათა თჳსთა.21. და კუალად დაადგინა ღჳნისმნე იგი მთავრობასავე თჳსსა ზედა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსთა.
დაბადებისა თავი 40