მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 40:8

7. და ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა მას შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან დღეს.8. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.9. და უთხრა ღჳნისმნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და თქუა: ვხედევდ ძილსა შინა ჩემსა.
დაბადებისა თავი 40
8. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ მისა არა ვინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქმაჲ მათი? მითხართ იგი მე.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15):

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო ღვთისგან, რომ მთავარმა მეციხოვნემ მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ" იოსებისათვის, — ნათქვამია. ხედავ, რომ თავად ჭირთა შორის არანაირი მწუხარების გრძნობა არ ჰქონდა, ხოლო ღვთის განგების სიბრძნემ ყოველივე უსიამოვნო სასიამოვნოდ შეცვალა. როგორც მარგალიტი, ტალახშიც რომ ჩააგდო, თავის მშვენიერებას ავლენს, ისე სათნოებაც, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და მისგან ყველა პატიმარზე ხელმწიფება მიიღო, აქედან უნდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის