...ის უძლურებაც და უფლის ყოვლისშემძლეობაც. ახლა, როცა გაიგე, რომ არა ადამიანური სიბრძნითა და არა საკუთარი მსჯელობით ვხსნი ამას, მითხარი, რა გამოგიცხადა ღმერთმა. ეს რომ მოისმინა, ფარაონი თავის სიზმრებს მოუყვება, პირველსა და მეორეს, და ამბობს: „რეცა ესე უთხარ გამომეტყუელთა და არა ვინ არს, რომელმან-ცა მითხრა მე" (). მაგრამ ჩემგან არ გსმენია, ამბობს იოსები, რომ ადამიანური სიბრძნისთვის ეს შეუცნობია? ამიტომ ბრძენებს ნუ ადანაშაულებ; ისინი ვერასოდეს შეიცნობდნენ იმას, რაც ზეგარდმო გამოცხადებას საჭიროებს. „და ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს" (), — ამბობს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნდე — ღვთის მიერ გამოცხადებული ნამდვილად აღსრულდება და ღმერთი ჩქარობს მის აღსრულებას, — მოგეცა მეორედ იმავე სიზმრის ხილვა (). განმეორება ნაჩვენების დადასტურებას და მისი სრული აღსრულების თავდებობას ემსახურება. შემდეგ ახსნა შვიდეული რიცხვი ძროხებისა და თავთავების, და თქვა, რომ ჯერ ყოველივეში დიდი სიუხვე იქნება, ხოლო მის შემდეგ სასტიკი შიმშილი მოჰყვება, და ბოლოს ფარაონს საუკეთესო რჩევაც შესთავაზა. დაადგინე, ეუბნება, ეგვიპტეზე ადამიანი, რომელიც შვიდ ნაყოფიე...
დაბადებისა 41:2
1. და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.2. და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.3. და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.
დაბადებისა თავი 41