მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:25

24. და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან-ცა მითხრა მე.25. ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:26. შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი-ვე ერთ არს.
დაბადებისა თავი 41
25. ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

...მითხრა მე"** (). მაგრამ ჩემგან არ გსმენია, ამბობს იოსები, რომ ადამიანური სიბრძნისთვის ეს შეუცნობია? ამიტომ ბრძენებს ნუ ადანაშაულებ; ისინი ვერასოდეს შეიცნობდნენ იმას, რაც ზეგარდმო გამოცხადებას საჭიროებს. „და ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი-ვე ერთ არს" (), — ამბობს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნდე — ღვთის მიერ გამოცხადებული ნამდვილად აღსრულდება და ღმერთი ჩქარობს მის აღსრულებას, — მოგეცა მეორედ იმავე სიზმრის ხილვა (). განმეორება ნაჩვენების დადასტურებას და მისი სრული აღსრულების თავდებობას ემსახურება. შემდეგ ახსნა შვიდეული რიცხვი ძროხებისა და თავთავების, და თქვა, რომ ჯერ ყოველივეში დიდი სიუხვე იქნება, ხოლო მის შემდეგ სასტიკი შიმშილი მოჰყვება, და ბოლოს ფარაონს საუკეთესო რჩევაც შესთავაზა. დაადგინე, ეუბნება, ეგვიპტეზე ადამიანი, რომელიც შვიდ ნაყოფიერ წელს ნაყოფს შეაგროვებს და ისე მოაწყობს, რომ შიმშილობის დროს ნუგეშინისცემა იქნებოდა და სრული გაჭირვება არ იქნებოდა. სათნო-უჩნდა, ნათქვამია, ეს ფარაონსა და ყველა მონას (). და აი, ფარაონი იოსების სიზმრების აღმსრულებელ იარაღად ემსახურება, — იმ სიზმრების...

სრულად ნახვა