...ებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მამასთან ყოფნის დროს იხილა. ამრიგად, ის ფარაონის სიზმრებს განმარტავდა; ხოლო ფარაონი მისი სიზმრების აღსრულებას ასრულებდა, და თავადაც არ იცოდა, ეს რომ მოისმინა, ნათქვამია, „ჰრქუა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?" ().
4. იოსების ამაღლება ეგვიპტეზე (41:39-46)
ხედავ, როგორ მიხვდა თავად ფარაონიც, რომ ზეგარდმო განსაკუთრებული გამოცხადებით გაუწყდა ეს ყოველივე. ვინ ვიპოვოთ, ამბობს, ისეთი, ვინც ღირსი იქნებოდა ღვთის სულის თავის თავში ქონის მადლისა? „და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა" ().
შენიშნე აქ, რომ არანაირი შემთხვევა ხელისშემშლელი ვერ იქნება, როცა ღვთის განგების უფალს თავისი ჩანაფიქრის აღსრულება სურს. აი, იოსების ძმებმა თითქმის მოკლეს, შემდეგ გაჰყიდეს, ცილისწამებას დაექვემდებარა, რომელიც უკიდურეს საფრთხეს უქმნიდა, და ესოდენ ხანს საპყრობილეში იმყოფებოდა, — და ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის სამეფო ტახტზე ავიდა. **„რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფე...