...მ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის სახელში მთელი თავისი ხსოვნის საფუძველს დებს, რათა მადლიერება ღვთის მიმართ მუდმივი გახადოს, რათა შვილმაც საკუთარი სახელიდან შეიტყოს იმ განსაცდელთა და მოთმინების შესახებ, რომლითაც მართალი ასეთ დიდ დიდებას მიაღწია. „დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა". რას ნიშნავს „ყოველი სალმობაჲ ჩემი"? ვფიქრობ, აქ მის ორგზის მონობასა და საპყრობილეში ტანჯვას გულისხმობს, ხოლო „ყოველი მამისა ჩემისა" — მამისგან განშორებას, როცა მამის მკერდიდან მოაშორეს და ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ასეთი მზრუნველობით აღზრდილი, თავისუფალი მდგომარეობიდან მონობაში გადავიდა. „და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა" (). შეხედე, მეორე ვაჟის სახელიც სრულ მადლიერებას გამოხატავს....
დაბადებისა 41:5
4. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.5. და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.6. და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.
დაბადებისა თავი 41