...ლეში ტანჯვას გულისხმობს, ხოლო „ყოველი მამისა ჩემისა" — მამისგან განშორებას, როცა მამის მკერდიდან მოაშორეს და ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ასეთი მზრუნველობით აღზრდილი, თავისუფალი მდგომარეობიდან მონობაში გადავიდა. „და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა" (). შეხედე, მეორე ვაჟის სახელიც სრულ მადლიერებას გამოხატავს. არა მხოლოდ წინანდელი მწუხარება დავივიწყე, ამბობს, არამედ ამ ქვეყანაზეც გავმრავლდი, სადაც ისეთი დამცირება განვიცადე, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავი და თავად სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ შემდგომი თხრობაც უნდა მოვისმინოთ. ნაყოფიერი შვიდი წლის შემდეგ შიმშილობის წლები დადგა, როგორც იოსებმა იწინასწარმეტყველა. მოვლენებმა ყველას აჩვენა ამ კაცის სიბრძნე და ყველას აიძულა მისი დამორჩილება. მან წინასწარ ისე მოაწყო ყოველივე, რომ სასტიკი შიმშილობის დადგომისას ეგვიპტელებს გაჭირვება არ ეგრძნოთ. „და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური" (), — ნათქვამია. მაგრამ, როცა სიმწირე გაიზარდა, ხალხმა ფარაონს შეჰღაღადა, რადგან მძიმე გაჭირვებას ვერ იტანდა; შიმშილით იძულებულნი მეფეს მიმართეს. მაგრამ შეხედე მის აღიარებას. **„ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგ...
დაბადებისა 41:52
51. და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.52. და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.53. წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.
დაბადებისა თავი 41