...ართ, მას რომ ტოვებთ, არამედ მასთან მიდით, „და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა" (დაბ 41:55–56). და, რადგან შიმშილმა ყველას მოიცვა, „ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ" (). შეხედე, როგორ თანდათან იწყება იოსების სიზმრების აღსრულება. როცა შიმშილი გაძლიერდა და ქანაანამდე გავრცელდა, სადაც მისი მამა იაკობი ცხოვრობდა, მან, შეიტყო რა, რომ ეგვიპტეში იფქლი იყიდება, „ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ" (დაბ 42:1–2). რა ზიხართ აქ, ეუბნება, ეგვიპტეში წადით და სარჩოსთვის საჭირო მოგვიტანეთ. ეს ყოველივე კი იმისთვის ხდებოდა, რომ იოსების ძმებს თავიანთი თვალით დაენახათ და თავადვე აღესრულებინათ იმ სიზმრის ახსნა, რომლის შესახებაც თავად ისინივე ამბობდნენ, როცა იოსებისგან სიზმრის შესახებ მოისმინეს. „შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი", — ნათქვამია, — ხოლო ბენიამინი, რომელიც იოსებთან ერთი დედის იყო, თან არ წაიყვანეს, რადგან მამამ თქვა: „ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა" (...
დაბადებისა 41:57
56. და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.57. და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.
დაბადებისა თავი 41