მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:9

8. და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.9. და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.10. ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.
დაბადებისა თავი 41
9. და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

..., ტყვე, მონა, ებრაელი, და გამოეცხადებინა ის, რაც მრავალთათვის ფარული იყო, რითაც ყველას ეჩვენებინა მასზე ანათებული ზეგარდმო მადლი. როცა შეკრებილმა ყველა ბრძენმა ვერაფერი შეძლო, ვერც პირის გახსნა მოახერხა, მაშინ მეღვინე, რომელმაც გაიხსენა, ფარაონს უყვება მასთან მომხდარს და ეუბნება: „ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს" (). და შემდეგ მოუთხრობს, როგორ იხილა იმ ჟამს სიზმარი, როცა მეპურესთან ერთად საპყრობილეში იყო, და მიიღო ახსნა იოსებისგან, და როგორ აღსრულდა მისი წინასწარმეტყველების შესაბამისად ყოველივე თავად საქმით. მეფემ, ეს რომ მოისმინა, იოსების მოყვანა ბრძანა; „და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა" (). შეხედე, რა პატივი თავიდანვე, უეცრად! უკვე კარგად განწმენდილი მოთმინებით, ოქროსავით ბრწყინვალე, საპყრობილიდან გამოდის და ფარაონს წარუდგება. ხედავ, რას ნიშნავს ზეგარდმო შეწევნის ქონა? შენიშნე, როგორ ემზადებოდა ყოველივე იმისთვის, რომ იოსების საქმე აღსრულებულიყო. რადგან უმანკოების უდიდესი ღვაწლი აღასრულა, უზნეო ეგვიპტელის მახეებსს გაექცა და საპყრობილეში ჩააგდეს, ღვთის ნება იყო, რომ იმავე დროს იქვე მოხვედრილიყვნენ ფარაონის...

სრულად ნახვა