ასე ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში, ფიქრობდნენ რა, რომ იოსებს ამისგან არაფერი ესმოდა. ის, თითქოს მათ ენას არ იცნობდეს და ვერ გაეგო, მათთან ურთიერთობისთვის მთარგმნელს იყენებდა, რომელიც მის სიტყვებს მათ, ხოლო მათ სიტყვებს — მას გადასცემდა. ეს რომ მოისმინა, რუბენმა უთხრა: „არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების" (). განა არ გირჩევდით, ამბობს, მაშინ, განა არ გევედრებოდით, მისთვის არავითარი უსამართლობა არ გაგეკეთებინათ? ამიტომ ახლა „სისხლი მისი იძიების", რადგან განზრახვით უკვე მოკალით იგი. მართალია, მახვილით ვერ განგმირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან...
დაბადებისა 42:30
29. და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:30. მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.31. ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.
დაბადებისა თავი 42