მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 42:38

37. მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.38. ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.
დაბადებისა თავი 42
38. ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის მწუხარება და ბენიამინის გაგზავნა (42:38–43:18):

რუბენი ასე იქცეოდა იმ ფიქრით, რომ ბენიამინის გარეშე მათ ეგვიპტეში ხელახლა მისვლა და საჭიროს შეძენა არ შეეძლოთ; მაგრამ მამა ვაჟს არ უშვებს და ეუბნება: „არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა". მიზეზსაც ამბობს, თითქოს შვილების წინაშე იმართლებს: „რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ", როგორც სრულიად ყმაწვილს, „გზასა ზედა... და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად" (). მისი ბავშვობის ასაკის გამო მეშინია, ამბობს; შიშობს, ეს ნუგეშიც არ წამართვას და მწუხარებით არ დავასრულო სიცოცხლე. ხოლო, სანამ ის ჩემთან რჩება, თუნდაც მცირე ნუგეში მაინც მაქვს; მისი თანაყოფნა მისი ძმის გამო ჩემს მწუხარებას უმსუბუქებს. ამრიგად, ბენიამინისადმი სიყვარული მამას ვაჟის გაშვების ნებას არ აძლევს. ამასობაში შიმშილი კიდევ უფრო გაძლიერდა და საჭმელი აკლდათ. მამა ეუბნება: კვლავ წადით და მცირედი საჭმელი მოიტანეთ. „ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის