მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 43:14

13. და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა.14. ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.15. მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა.
დაბადებისა თავი 43
14. ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის