მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 43:33

32. და დაუგეს მას მარტოსა და მათ თჳსა და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა. რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა.33. და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.34. რამეთუ მიიღებდეს იგინი ბოძსა კაცად-კაცადი, მიიხუენ თავისა თჳსისა, ხოლო დიდად განდიდნებოდა ბოძი ბენიამენისი უფროჲს მათსა ხუთ წილ, ვიდრე მათი, სუეს ღჳნოჲ და დაითვრნეს მის თანა.
დაბადებისა თავი 43
33. და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად, განუკჳრდებოდა კაცთა მათ კაცად-კაცადისა ძმისა მიმართ თჳსისა.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის