აი, რისიც ეშინოდა მამას, ისიც მოხდა; ისინი შეშინდნენ და დაიბნენ, და არ იციან, რა ქნან. „მი-რე-ეახლა მას იუდა" და უთხრა. რადგან მან მამისგან გამოიყვანა ბენიამინი და თქვა: „უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა", — ამიტომ ახლა, მიუახლოვდა რა იოსებს, ყოველივეს დაწვრილებით მოუყვება, რათა თანალმობა აღძრას და ყმაწვილის გათავისუფლებისკენ მოაქციოს. „მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა" (). შენიშნე, სრულიად ისე ეუბნება, როგორც მონა ბატონს; გაიხსენე ახლა ძნების შესახებ ის სიზმრები, რომლებმაც მის მიმართ ძმებში სიძულვილი გააძლიერეს, და განცვიფრებით შეხედე ღვთის კეთილი განგების სიბრძნეს, რომელმაც ყოველივე აღასრულა, ამდენი დაბრკოლების მიუხედავად. „იტყოდი", — ამბობს, — „მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ? და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე...
დაბადებისა 44:18
17. ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა.18. მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა.19. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ?
დაბადებისა თავი 44