...არი უფრო ნათელი იყოს, კვლავ მოვისმინოთ წაკითხული ადგილები. „აღმოვიდეს, — ნათქვამია, — ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა, მამისა მათისა, და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი" (). ხედავ, როგორც ვამბობდი, იაკობისთვის იოსების შესახებ ცნობა დაუჯერებელი აღმოჩნდა, ისე, რომ მისმა ზრახვებმა აღელვება დაიწყო და ძმების ამბავს მოტყუებად მიიჩნევდა. მართლაც, მანამდე თავადვე მოუტანეს მათ იოსების სამოსელი, თხის სისხლით შეღებილი, და მამას არწმუნებდნენ, რომ მისი ძე მხეცთა ნადავლი გახდა, ახლა კი ამბობენ, რომ ცოცხალია და მთელ ეგვიპტეზე მთავრობს. სულით შეშფოთებულმა იაკობმა თავის თავთან იფიქრა: რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თუ წინანდელი სწორია, მაშინ ახლანდელი დაუჯერებელია; ხოლო თუ ახლანდელი ჭეშმარიტია და სწორია, მაშინ წინანდელი მცდარი იყო. განსაკუთრებით ის აშფოთებდა, რომ ადრე თავისი შვილებისგან ერთს ესმოდა, ახლა კი მათგანვე სხვას იგებდა. მაგრამ ისინი, მამის შეშფოთებას რომ ხედავდნენ და თავიანთი სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნება სურდათ, „უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ" (...
დაბადებისა 45:25
24. და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა.25. და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა.26. და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი.
დაბადებისა თავი 45