მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 46:19

18. ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი.19. და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ.20. ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ.
დაბადებისა თავი 46
19. და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

ამის მოსმენით ვისწავლოთ, რომ როცა რამეს ვიწყებთ, რაიმე საქმეს ვკიდებთ ხელს ან მოგზაურობას ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა სალოცავი მსხვერპლი უნდა აღვუვლინოთ უფალს და მხოლოდ მისი შეწევნის გამოთხოვის შემდეგ შევუდგეთ დაგეგმილ საქმეს, და ამგვარად მივბაძოთ უძველეს მართალთა ღვთისმოსაობას. „შეწირა, — ნათქვამია, — მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" — რათა ჩანდეს, რომ მამამისის ნაკვალევს მიჰყვებოდა და ისაკის მსგავსად ღვთის სამსახურში ავლენდა ამას. და, რადგან თავად წინასწარ მადლობის ლოცვით გამოხატა თავისი მადლიერება ღვთისადმი, მაშინვე ზეციური კეთილგანწყობის ნიშნებიც მოჰყვა. გზის სიგრძეს რომ ხედავდა და თავის სიბერეს შეჰყურებდა, ეშინოდა, რომ უეცარი სიკვდილი ძის ნახვის სიხარულს არ წაერთმია მისთვის, და ამიტომ ევედრებოდა უფალს სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, რომ სრულყოფილი სიხარულით ეტკბო. და შეხედე, როგორ ანუგეშებს სახიერი ღმერთი მართალს. „ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა: იაკობ, იაკობ!... მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ, და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის