მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 46:7

6. და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა.7. ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ.8. და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ.
დაბადებისა თავი 46
7. ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და იაკობის ეგვიპტეში ჩასვლა (46:2-34):

ამის მოსმენით ვისწავლოთ, რომ როცა რამეს ვიწყებთ, რაიმე საქმეს ვკიდებთ ხელს ან მოგზაურობას ვიწყებთ, უპირველეს ყოვლისა სალოცავი მსხვერპლი უნდა აღვუვლინოთ უფალს და მხოლოდ მისი შეწევნის გამოთხოვის შემდეგ შევუდგეთ დაგეგმილ საქმეს, და ამგვარად მივბაძოთ უძველეს მართალთა ღვთისმოსაობას. „შეწირა, — ნათქვამია, — მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა" — რათა ჩანდეს, რომ მამამისის ნაკვალევს მიჰყვებოდა და ისაკის მსგავსად ღვთის სამსახურში ავლენდა ამას. და, რადგან თავად წინასწარ მადლობის ლოცვით გამოხატა თავისი მადლიერება ღვთისადმი, მაშინვე ზეციური კეთილგანწყობის ნიშნებიც მოჰყვა. გზის სიგრძეს რომ ხედავდა და თავის სიბერეს შეჰყურებდა, ეშინოდა, რომ უეცარი სიკვდილი ძის ნახვის სიხარულს არ წაერთმია მისთვის, და ამიტომ ევედრებოდა უფალს სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, რომ სრულყოფილი სიხარულით ეტკბო. და შეხედე, როგორ ანუგეშებს სახიერი ღმერთი მართალს. „ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა: იაკობ, იაკობ!... მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ, და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის