მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:10

9. და ჰრქუა იაკობ ფარაოს: დღენი წელთა ცხორებისა ჩემისათანი, რომელთა ვმწირობ ასოცდაათ წელ, მცირე და ბოროტ იყვნეს დღენი წელთა ცხორებისა ჩემისანი, ვერ მიიწინეს დღეთა მათ წელთა ცხორებისა მამათა ჩუენთასა, რაოდენთა დღეთა მწირობდეს.10. და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.11. და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო.
დაბადებისა თავი 47
10. და აკურთხა იაკობ ფარაო და განვიდა მისგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ოჯახის დამკვიდრება გესემის მიწაზე (47:2-13):

...ენი წელთა ცხორებისა ჩემისანი... და დააშენა იოსებ მამაჲ თჳსი და ძმანი თჳსნი და მისცა მათ სამკჳდრებელი ქუეყანასა ეგჳპტისასა და უმჯობესსა ქუეყანასა მას რამესესასა, ვითარცა იგი უბრძანა ფარაო. და იფქლსა უწყვიდა საწყაულით იოსებ მამასა თჳსსა და ძმათა თჳსთა და ყოველსა სახლსა მამისა თჳსისასა იფქლსა თავად-თავად"** (). ამრიგად, გამართლდა ის, რასაც იოსები ძმებს ეუბნებოდა: „მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა" () და „ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა" (). „იფქლსა უწყვიდა, — ნათქვამია, — თავად-თავად".

რას ნიშნავს „თავად-თავად"? ნიშნავს — თითოეულისთვის საჭიროებისამებრ. წერილში ჩვეულებისამებრ მთელ ადამიანს ხან სულს უწოდებენ, ხან — სხეულს. და როგორც ზემოთ ითქვა, რომ სამოცდაათხუთმეტი სულით ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: სამოცდაათხუთმეტი „მამაკაცი და დედაკაცი", ასევე აქაც ნათქვამია: „თავად-თავად", ანუ თითოეული ადამიანისთვის. ამგვარად, მაშინ, როცა მთელი ეგვიპტე და ქანაანის მიწა შიმშილით ტანჯვას განიცდიდა, იაკობის სახლი კეთილდღეობდა, თითქოს რაღაც წყაროებიდან მომდ...

სრულად ნახვა