მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:18

17. მიჰგუარეს მათ საცხოვარი მათი და სცა მათ პური იოსებ საცხოვარისა წილ მათისა, ცხენებისა წილ და ვირებისა ზროხებისა და ცხოვარისა: და გამოზარდნა იგინი მას წელიწადსა შინა პურითა ყოვლისა წილ საცხოვარისა მათისა. წარჴდა წელიწადი იგი.18. და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.19. რათა არა მოვსწყდეთ წინაშე შენსა და ქუეყანაჲ ჩვენი მოოჴრდეს, არამედ მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს.
დაბადებისა თავი 47
18. და მოვიდეს მისა წელიწადსა მას მეორესა და ჰრქუეს: ნუუკუე მოვისრნეთ უფლისა ჩუენისაგან, რამეთუ მოგუაკლდა ჩუენ ვეცხლი და მონაგები და საცხოვარი შენდამი უფლისა ჩუენისა და არა დამიშთა ჩუენ წინაშე უფლისა ჩუენისა, გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

...ლაფერი შენთან, ჩვენს ბატონთან არის, სხვა არაფერი „არა დამიშთა... გარნა თჳსი ესე გუამი და ქუეყანაჲ ჩუენი. რათა არა მოვსწყდეთ, მიმიყიდენ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი პურისა წილ და ვიყუნეთ ჩუენ და ქუეყანაჲ ჩუენი მონა ფარაოჲსა, მეც ჩუენ თესლი, რათა ვსთესოთ და ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ და ქუეყანა არა მოოჴრდეს" (). თავად თავიანთ თავს მონობაში ჩააბარეს, მიწაც მისცეს, ოღონდ გამოეკვებათ — ასე ძლიერი იყო შიმშილი. „და მოუყიდა იოსებ ყოველი ქუეყანა ეგჳპტისაჲ ფარაოს" (). ეგვიპტელებმა თავიანთი მიწა გადასცეს, შიმშილმა აიძულა. „და იყო ქუეყანა იგი ფარაოჲსა, და ერი იგი დაამონა ფარაოს კირთად კიდითგან საზღურით ეგჳპტისად ვიდრე კიდედმდე მისა, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა, იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს... ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი" (). აი, რა კეთილგონიერება და რა სიბრძნე ჰქონდა იოსებს: მათ შიმშილით ტანჯვა არ მიუშვა და მთელი მიწა ფარაოს შეუძინა, ყველა ეგვიპტელის მონად ქცევასთან ერთად. მაგრამ შენიშნე აქ ის უკიდურესი მზრუნველობაც, რომელიც მათ გამოუჩინა. **„ჰრქუა იოსებ ყოველთა...

სრულად ნახვა