მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 47:23

22. ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა იგი ხოლო არა მოიყიდა იოსებ, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემდა იოსებ მღდელთა მათ ფარაოსთა და ჭამეს საცემელსა მას, რომელსა სცემდა მათ ფარაო, ამისგან არა განყიდეს ქუეყანა მათი.23. ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.24. და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა.
დაბადებისა თავი 47
23. ჰრქუა იოსებ ყოველთა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების სიბრძნე შიმშილის მართვაში (47:14-26):

...ა ეგჳპტელთა: აჰა ესერა, მოგიგენ თქუენ და ქუეყანა თქუენი დღესითგან ფარაოსად, მიიღეთ თქუენ თესლი, დასთესეთ ქუეყანასა. და ნაყოფი მისი, რომელი იყოს, მოეცით მეხუთე ნაწილი ფარაოს, ხოლო ოთხი ნაწილი იყოს თავისა თქუენისა თესლად ქუეყანისა, საზრდელად თქუენდა და ყოვლისა სახლისა თქუენისა და საჭმელად ჩჩჳლთა თქუენთა"** (). რა სიუხვე, რა წინდახედულობა, რა საკვირველი მზრუნველობა! ამიტომ ისინიც, ქველმოქმედების გრძნობით, ეუბნებიან იოსებს: „მაცხოვნენ ჩუენ, ვპოვეთ მადლი წინაშე შენსა, უფალო ჩუენო, და ვიყუნეთ მონა ფარაოჲსა" (). ხედავ იოსების სიუხვეს? იცოდა, რომ ეგვიპტელები გაჭირვებით იყვნენ დამძიმებულნი, იცოდა, რამდენი შრომა და ძალისხმევა უნდა გაეწიათ მიწის დამუშავებისას, და ეუბნება: თესლს მე მოგაწვდით, დანარჩენი თქვენი მზრუნველობის საგანია, და თუ ნაყოფი გაჩნდება, ერთ ნაწილს მისცემთ, ხოლო ოთხი ნაწილი თქვენ დაგრჩებათ, შრომის საზღაურადაც და საზრდელადაც. „და დადვა იოსებ ბრძანებაჲ... მეხუთე ნაწილი ფარაოს, თჳნიერ ხოლო ქუეყანისა მის მღდელთასა" ().

მოისმინონ დღევანდელმა ადამიანებმა, რა უპირატესობებს ანიჭებდნენ ძველად კერპთა მსახურებს, და ისწავლონ თუნდაც ისეთ...

სრულად ნახვა