...კჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა... და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად"** (). ასეთი იყო ღვთის აღთქმა იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". და „ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებისა მისისანი ასორმეოცდაშჳდ წელ" (). ღმერთმა ამდენი დრო განუსაზღვრა იაკობის სიცოცხლეს, რომ საკმარისი ნუგეშით ეტკბო მთელი სიცოცხლის მანძილზე განცდილი უბედურებისთვის და შემდეგ დაეტოვებინა ეს სოფელი.
მაგრამ, თუ გსურთ, რომ თქვენი მეხსიერება ნათქვამის სიმრავლით არ დავამძიმოთ, დანარჩენი სხვა დროისთვის დავტოვოთ და ჩვენი საუბარი აქ დავასრულოთ. ამასთანავე, საყვარელნო, გთხოვთ, ყურადღებით მოისმინოთ ნათქვამი, მუდმივად შეინახოთ მეხსიერებაში და გამუდმებით გონებაში ატარებდეთ, — მართალთა მოთმინების ღვაწლზე ფიქრით, მათ დიდსულოვნებაზე, ღვთიური აღთქმებისადმი მათ რწმენაზე, როცა აღთქმების შემდეგ მომხდარი არ არყევდა მათ გონებას, არამედ აღმთქმელის ყოვლისშემძლეობაზე მტკიცედ მინდობილნი, ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და ამით განიმაღლებოდნენ. აი, ეს მართალიც, რომელიც ამდენ წელს იოსებს როგორც გარდაცვლილს დასტიროდა, ბოლოს იხილა იგი ეგვიპტის სამეფოს მმართველად; და საკვირველმა იოსებმა მონობი...