მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 48:11

10. ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.11. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.12. და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი.
დაბადებისა თავი 48
11. და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...თხნე... და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა"** (დაბ 48:6–10). შეხედე ამ მოხუცს, როგორ ეჩქარება, ისწრაფვის იოსების შვილთა კურთხევას. იოსებმა ისინი მასთან მიიყვანა და მან ამბორი უყო და მოეხვია, და უთხრა იოსებს: „პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი" (). ბევრი, ამბობს, მომანიჭა ღვთის წყალობამ და იმაზე მეტიც, ვიდრე მოველოდი, უკეთ რომ ვთქვათ – რასაც სრულიადაც არ მოველოდი. არა მხოლოდ შენი ხილვა არ დამაკლდა, არამედ შენგან შობილი შვილებიც ვიხილე. „და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, როგორ ასწავლიდა შვილებსაც უპირველეს ყოვლისა მოხუცისთვის შესაფერისი პატივის მიგებას. იოსებმა, ნათქვამია, ისინი მიიყვანა, პირმშოობის უპირატესობის მიხედვით, ჯერ მანასე, ხოლო შემდეგ ეფრემი.

3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20)

აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქო...

სრულად ნახვა