...მელსაც სათნო ეყვნეს მამანი ჩემნი, რომელიც სიყრმიდან დღემდე მზრდიდა, რომელიც თავიდანვე მიხსნიდა ყოველი ბოროტისგან და ამოდენა მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, – „აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!" (). ხედავ გონიერებასაცა და თავმდაბლობასაც? – გონიერებას იმაში, რომ რწმენის თვალით შორს ჭვრეტდა და მანასეს ეფრემი ამჯობინა; – თავმდაბლობას კი იმაში, რომ თავისი სათნოება საერთოდ არ ახსენა, არამედ ლოცვა აღავლინა და კურთხევა მამათა ღვთისთვის სათნოებისა და მისთვის ღვთისგან მოვლინებული ქველმოქმედების ძალით უბოძა? მაგრამ, სანამ იაკობი მომავალს წინასწარ ჭვრეტდა და ასეთ კურთხევას ანიჭებდა, იოსებმა, ხილა რა, რომ უმცროსი პირმშოს ამჯობინეს, და ეს უსამართლოდ მიაჩნდა, „რქუა", – ნათქვამია, – „ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა. და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად" (დაბ 48:18–19). ნუ იფიქრებ, ამბობს, რომ ეს უბრალოდ ან შემთხვევით, ან უმეცრებით გავაკეთე; ვიცი და მომავალს რომ წინასწარ ვხედავ,...
დაბადებისა 48:16
15. აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.16. ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!17. ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა.
დაბადებისა თავი 48