მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 48:5

4. და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.5. აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.6. ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.
დაბადებისა თავი 48
5. აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 66. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა" (დაბ 47:29-31)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):

...უზაში რომ მეჩვენა, რომ ჩემს თესლს იმდენად გაამრავლებს, რომ მისგან ხალხთა კრებულები წარმოიშვებიან, და იმ მიწას აღმითქვა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის. „ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა" (). ეს შვილები შენი, ამბობს, რომელნიც ჩემს მოსვლამდე გყავდნენ, ჩემს შვილთა რიცხვში შევიყვან და ჩემგან შობილთა თანასწორად მიიღებენ ჩემს კურთხევას. „ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა". იცოდე, რომ შენი დედა რაქელიც, ბეთლემს რომ მივუახლოვდი, გარდაიცვალა, „და დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა... და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე? და ჰრქუა იოსებ: ძენი ჩემნი არიან... რომელნი მომცნა მე ღმერთმან. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე... და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა" (დაბ 48:6–10). შეხედე ამ მოხუცს, როგორ ეჩქარება, ისწრაფვის იოსების შვილთა კურთხევას. იოსებმა ისინი მასთან მიიყვანა და მან ამბორი უყო და მოეხვია, და უთხრა იოსებს: **„პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი...

სრულად ნახვა