იხილე, როგორ აღნიშნა აქ მთელი საიდუმლო. საიდუმლოთა ზიარნი იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვები: „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი". სამოსლის ქვეშ, ვფიქრობ, სხეული იგულისხმება, რომლის ტარებაც ცხონების აღსასრულებლად ქრისტემა ღირსებად მიიღო. შემდეგ, ზუსტად რომ ეჩვენებინა, რას უწოდა „ღვინოს", იაკობი დაუმატებს: „და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი". იხილე, როგორ აღნიშნა სისხლის სახელდებით მსხვერპლშეწირვაც და ჯვარიც და საიდუმლოთა მთელი განგებულებაც. „მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა" (). აქ ღვინისა და თვალთა ხატით მის დიდებას სურს გვიჩვენოს. „და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა"; მსაჯულის სიმართლესა და დიდებას ავლენს. კბილთა და რძის ხატით სხვა არაფრის ჩვენება სურდა, გარდა იმისა, რომ სამსჯავრო ისეთივე წმინდა და ნათელი იქნება, როგორიც რძისა და კბილების ბუნებაა. „ზაბულონ, — ამბობს, — ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე" (). იხილე, ამასაც წინასწარ უწყებს...
დაბადებისა 49:16
15. და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ.16. და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის.17. და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ.
დაბადებისა თავი 49