აი, როგორ სულისგან მონიჭებული განსჯით, მოსეს მომავალ კანონმდებლობას უსწრებს — კერძოდ, იმას, რომ მამასა და ძეს ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრება არ ეთვისება — და უკვე ამით კრძალავს, თავის ძეზე განსჯას გამოტანს რა. შენ შეაგინე, ამბობს, სარეცელი, მამის საწოლზე ახვედი: ურჯულო საქმე ჩაიდინე. იმისთვის, რომ ასე შეურაცხმყავი, შენ, „ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები". უნაყოფო იქნება შენთვის ეს ხელყოფა, რადგან შენ, მამისადმიც კი არანაირი პატივისცემა რომ არ გქონდა, საწოლის შეგინება გაგიბედია. ხოლო შემდეგმა თაობებმა რომ მსგავსი საქმეები აარიდონ თავს, სულიწმიდის განგებულებით ეს განსჯა წერილობით დაიხატა, ისე, რომ ყველა, ვინც ამას მოისმენს, გონს მოვიდეს და ნათლად დაინახოს, რომ ბუნებისგან მონიჭებული უპირატესობებიდან არანაირი სარგებელი არაა, თუ ნებისყოფის შესატყვისი საქმეები მათ არ ახლავს. შემდეგ, ეს სამარცხვინო საქციელი საკმარისად რომ ამხილა, სიმეონსა და ლევიზე გადადის. „სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა" (). მოშურნეობამ, რომელიც თავიანთი დისთვის გამოიჩინეს, ისინი უსამართლობამდე...
დაბადებისა 49:8
7. წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის.8. იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.9. ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?
დაბადებისა თავი 49