მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 5:9

8. და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა,9. და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.10. და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი.
დაბადებისა თავი 5
9. და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენოქის სათნოება და ნოეს წინასწარმეტყველება (5:9-29):

...და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა. და სათნო ეყო, — ამბობს წერილი, — ენუქ ღმერთსა, და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან"** (). განა მართალს არ ვამბობდი, რომ წინ რომ წავალთ, ამ სახელებში დიდსა და გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს ვიპოვით? შენიშნე აქ, საყვარელო, მართლის სათნოებაც, სახიერი ღვთის გადამეტებული კაცთმოყვარეობაც და საღვთო წერილის ზედმიწევნითობაც. „ცხოვნდა, — ამბობს, — ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა, და სათნო ეყო, — ამბობს, — ენუქ ღმერთსა შემდგომად შობისა მის მათუსალასა".

ისმინეთ ეს, მამაკაცებო და ქალებო, ისწავლეთ მართლის სათნოება და ნუ იფიქრებთ, თითქოს ქორწინება ღვთის სათნოყოფას აბრკოლებსო. საღვთო წერილი განსაკუთრებით იმიტომ მიუთითებს ამაზე არაერთხელ, როცა ამბობს, რომ (ენოქმა) შვა მათუსალა და მაშინ სათნო ეყო (ღმერთს), და კვლავ იმეორებს იმავეს: „და სათნო ეყო შემდგომად შობისა", იმიტომ, რომ არავის ეფიქრა, თითქოს ქორწინება აბრკოლებს ღვთის სათნოყოფასო. თუ ფხიზლად ვიქნებით, არც ქორწინება, არც შვილების აღზრდა, არც სხვა რამ შეგვიშლის ხელს...

სრულად ნახვა