მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო იყო იოსები ძმების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც...
დაბადებისა 50:19
18. და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ.19. და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე.20. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ:
დაბადებისა თავი 50