მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 50:23

22. და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა.23. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს.24. და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.
დაბადებისა თავი 50
23. ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს.
საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

მაგრამ მოისმინე კიდევ, რა უმწყინარო იყო იოსები ძმების მიმართ, როგორ სურდა ყოველგვარი საშუალებით ენუგეშინებინა მათთვის და დაერწმუნებინა, რომ არანაირად არ შესცოდეს მის წინააღმდეგ. ეუბნება მათ: „ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი" (). ნუ გეშინიათ, ამბობს, და ნუ ღელავთ; მე ღვთის კაცი ვარ; მე ჩემს უფალს მივყვები და ვცდილობ, სიკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის